Saturday, November 23, 2013
მე-9 დღე -რეფლექსია
დღეს წარმოვადგინეთ პორტფოლიოების საბოლოოდ შეჯერებული პრეზენტაციები და ავტვირთეთ ბლოგზე. პროექტები საინტერესოდ იყო წარმოდგენილი. ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებას!
პროექტული და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში ხელს შეუწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, მოსწავლეთა ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. ვფიქრობ პროექტები შემდგომში ძალიან დამეხმარება იმ სასწავლო პრობლემების მოგვარებაში, რომლის საშუალებაც გაკვეთილზე არ მეძლეოდა. გამიჩნდა დიდი ინტერესი გამოვიყენო პროექტული სწავლების მეთოდები რაც შეიძლება მაქსიმალურად.
დიდი მადლობა ჩემს ტრენერს რომ გაგვაცნო ბევრი სიახლე, ჩვენ მიმართ იყო დამხმარე და ყურადღებიანი.
პროექტული და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში ხელს შეუწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, მოსწავლეთა ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. ვფიქრობ პროექტები შემდგომში ძალიან დამეხმარება იმ სასწავლო პრობლემების მოგვარებაში, რომლის საშუალებაც გაკვეთილზე არ მეძლეოდა. გამიჩნდა დიდი ინტერესი გამოვიყენო პროექტული სწავლების მეთოდები რაც შეიძლება მაქსიმალურად.
დიდი მადლობა ჩემს ტრენერს რომ გაგვაცნო ბევრი სიახლე, ჩვენ მიმართ იყო დამხმარე და ყურადღებიანი.
Sunday, November 17, 2013
რეფლექსია ------------ განვიხილეთ მთლიანი პროექტის სტრუქტურა, გავაანალიზეთ შეფასების სქემები. გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები .ვიმსჯელეთ ფასილიტაციის ნიმუშებზე. დავსახეთ აქტივობები და შევუწყვეთ ხელი პროექტის მსვლელობის დროს მათ შესრულებას. ფასილიტაციის და დიფერენცირების გათვალისწინება აუცილებელი კომპონენტია პროექტის მსვლელობისას, რადგან ხელი შეეწყოს საჭიროებების მიხედვით მოსწავლეების უკეთ თვითრეგულაციას.
Saturday, November 16, 2013
რეფლექსია-------------მოსწავლის ცოდნა და მისი შემოქმედებითობა ყოველთვის უნდა ფასდებოდეს რაღაც ინსტრუმენტით. მოვახდინე უკუკავშირი მოსწავლის შეფასების რუბრიკაზე, შევქმენი ჩემეული შეფასების რუბრიკები, გავითვალისწინე რა სტრატეგიები გამოვიყენო პროექტში და გავაკეთე შეფასებები. გავამზადე შეფასების რუბრიკები. მომეწონა ის ფაქტი რომ შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და კრეატიული. განსაკუთრებით მომეწონა ჩეკლისტის დანიშნულება.
Sunday, November 10, 2013
რეფლექსია-----განვიხილეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომის შაბლონები. გავითვალისწინე რომელი ინსტრუმენტი გამომეყენებინა ნაშრომისთვის და ავირჩიე დაკვირვების ცხრილი, გავიაზრე ის ინსტრუმენტები რომელიც არა მარტო ნაშრომს წარმოადგენდა არამედ შეფასების საშუალებასაც მომცემდა პროექტის მსვლელობის სამივე ეტაპზე..
გავუზიარეთ ერთმანეთს პრეზენტაციები, განვიხილეთ და მივეცით რჩევები,ვნახეთ როგორ კეთდება სავარაუდო ნაშრომები და გავითვალისწინე ის, რომ ჩემი მოსწავლის ნაშრომი კავშირში ყოფილიყო მის განვითარებასთან და ესგ-ს სტანდარტებთან.
გავუზიარეთ ერთმანეთს პრეზენტაციები, განვიხილეთ და მივეცით რჩევები,ვნახეთ როგორ კეთდება სავარაუდო ნაშრომები და გავითვალისწინე ის, რომ ჩემი მოსწავლის ნაშრომი კავშირში ყოფილიყო მის განვითარებასთან და ესგ-ს სტანდარტებთან.
Saturday, November 9, 2013
რეფლექსია----ნათლად ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიმდევრობა. განვიხილეთ მესამე მოდული, გავერკვიე როგორი მასალები გამოვიყენო პროექტში. სახალისო იყო დაწყვილების მეთოდები. ჯგუფებს შორის მოვაწყეთ ჩვენი პროექტების შესახებ უკუკავშირი, მივეცით ერთმანეთს რჩევები და გავუზიარეთ გამოცდილება. ვფიქრობ ასეთი უკუკავშირები სასურველია სკოლებშიც მიმდინარეობდეს.
Sunday, November 3, 2013
რეფლექსია - განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, ფორმები. შევადგინეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ მასალა yutube-ზე და დავდოთ ლინკი პრეზენტაციაში. უფრო ღრმად ჩავუკვირდი მასალებს, ორგანაიზერებს როგორ დამეხმარებოდა წინარე ცოდნის გამოვლენაში. გამოცდილება მივიღე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებში, რაც უფრო დამაკვალიანებს პროექტის სწორი მიმართულებით წარმართვაში და უკეთ გამოვავლენ მოსწავლეების ზოგად წარმოდგენასა და ცოდნას საპროექტო-საპრობლემო საკითხთან დაკავშირებით. დადებითი ემოცია გამოიწვია იმან რომ ყველა პედაგოგი ერთმანეთს ვეხმარებოდით ასეთი კითხვების გააზრებასა თუ ჩამოყალიბებაში.
Sunday, October 20, 2013
პროექტული სწავლების რეფლექსია - როგორ გავახალისოთ მოსწავლეები.
პროექტული სწავლება ხელს უწყობს კვლევითი,შემოქმედებითი,თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რომელიც უახლოვდება 21-ე საუკუნის უნარებს, ანუ ისეთი უნარების მრავალმხრივ განვითარებას, როგორიცაა ცოდნის კონსტრუირება, სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურობა, კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია. სწავლის პროცესი გადის საკლასო ოთახის მიღმა და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გლობალურ საზოგადოებაზე, ანუ შეუძლია ითანამშრომლონ როგორც კლასელებთან ასევე საკლასო ოთახის მიღმა ზრდასრულ ადამიანებთან.პროექტით სწავლების დროს მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ანალიზი, მსჯელობა, კვლევა.მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, თანამშრომლობას. მოსწავლეები ერთად ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, აფასებენ ერთმანეთის საქმიანობას. ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ არის პროექტული სწავლება პრიორიტეტული,შემოქმედებითი და მოტივირებული.გამიჩნდა სურვილი ვიმუშაო ამ მეთოდებით.
Subscribe to:
Posts (Atom)