პროექტული სწავლების რეფლექსია - როგორ გავახალისოთ მოსწავლეები.
პროექტული სწავლება ხელს უწყობს კვლევითი,შემოქმედებითი,თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რომელიც უახლოვდება 21-ე საუკუნის უნარებს, ანუ ისეთი უნარების მრავალმხრივ განვითარებას, როგორიცაა ცოდნის კონსტრუირება, სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურობა, კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია. სწავლის პროცესი გადის საკლასო ოთახის მიღმა და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გლობალურ საზოგადოებაზე, ანუ შეუძლია ითანამშრომლონ როგორც კლასელებთან ასევე საკლასო ოთახის მიღმა ზრდასრულ ადამიანებთან.პროექტით სწავლების დროს მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ანალიზი, მსჯელობა, კვლევა.მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, თანამშრომლობას. მოსწავლეები ერთად ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, აფასებენ ერთმანეთის საქმიანობას. ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ არის პროექტული სწავლება პრიორიტეტული,შემოქმედებითი და მოტივირებული.გამიჩნდა სურვილი ვიმუშაო ამ მეთოდებით.